2017 წლის 25 მარტს საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი შესრულდა.

2017 წლის 25 მარტს საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავი შესრულდა. ამ ხნის მანძილზე ეს ურთიერთობები აღმავალი მიმართულებით ვითარდებოდა და, შედეგად, ორ ქვეყანას თანამშრომლობის მეტად მჭიდრო დღის წესრიგი აკავშირებს. დღეს საქართველო და ავსტრია მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ამგვარი მჭიდროპარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში არსებითი წვლილი შეაქვს ვენასა და თბილისში განთავსებულ ორი ქვეყნის დიპლომატიურ მისიებს. ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი სიამაყით აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ავსტრიას შორის თანამედროვე ურთიერთობების ჩამოყალიბების სათავეებთან იდგა ცნობილი ქართველი დიპლომატი და საზოგადო მოღვაწე ლევან მიქელაძე. იგი ავსტრიის რესპუბლიკაში ახალი საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო. დღემდე მის მიერ დაწყებულ საქმეს ქართველი დიპლომატების პლეადა ღირსეულად აგრძელებს.

ამ დღეებში ქართულ-ავსტრიული ურთიერთობების საიუბილეო თარიღს ავსტრიის რესპუბლიკაში დღეს მოღვაწე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლევან მიქელაძის მეგობარი და კოლეგა, კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გამოეხმაურა: (იხილეთ ბმული)

http://austria.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=203&info_id=40590 

28-03-2017