პროექტის "ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში" პლენარული სხდომა

2017 წლის 17 თებერვალს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ , ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა პროექტის "ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში" დასკვნითი ღონისძიება, სადაც სიტყვით გამოვიდნენ ბ-ნი ვიქტორ დოლიძე - სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ბ-ნი რუდოლფ მიხალკა - სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბ-ნი ალექსანდრე დულება - სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის დირექტორი, ქ-ნი ეკატერინე ბარამიძე - ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის განვითარების პროგრამის დირექტორი, ბ-ნი გიორგი მუჩაიძე - ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, ბ-ნი მიხეილ სხიერელი - PMCG-ის პროგრამის მენეჯერი, ბ-ნი ლევან დადიანი - ოქსფამის სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის პროგრამის მენეჯერი და ქ-ნი ნატალია შათირიშვილი - World Experience for Georgia-ში წამყვანი მკვლევარი.


სესიას მოდერაციას უწევდა ბ-ნი არჩილ გეგეშიძე - ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი სფეროს ექსპერტები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატიური მისიების თანამშრომლები.

 

მომხსენებლებმა წარმოადგინეს პროექტის შედეგები ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში მიღწეული პროგრესის შეფასების კუთხით, კერძოდ სტრატეგიული კომუნიკაციის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის, სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარების, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით და ასევე პროექტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები. სესია წარიმართა დისკუსიის რეჟიმში.

 

პროექტი განხორციელდა სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციასთან თანამშრომლობითა და SlovakAid-ისა და „ევროპის ფონდის“ ფინანსური ხელშეწყობით.

 

 

 

21-02-2017