სტრატეგიული კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის მე-5 შეხვედრა

16 თებერვალს, 12:00 საათზე, ლევან მიქელაძის ფონდის ორგანიზებით გაიმართა სტრატეგიული კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის მე-5 შეხვედრა, სადაც წარადგინეს და განიხილეს დოკუმენტი - "საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კომუნიკაციის სამთავრობო სტრატეგია 2017-2020 წლებისთვის".

დოკუმენტის მომზადების პროცესი წარიმართა აქტიური თანამშრომლობით სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტის „ასოცირების შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში" ხელშეწყობით. დოკუმენტის ნატოს ნაწილი მოამზადა ბ-ნმა გიორგი მუჩაიძემ, ხოლო ევროკავშირის ნაწილზე იმუშავა ბ-მა ივანე ჩხიკვაძემ.

16-02-2017