დღეს, 13 თებერვალს, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-4 შეხვედრა თემაზე - „რეკომენდაციები გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვეციისადმი წარსადგენი მეოთხე ეროვნული შეტყობინებისა და მეორე ორწლიანი განახლებადი ანგარიშის მოსამზადებლად“. შეხვედრის თანათავმჯდომარეები იყვნენ ქ-ნი ეკატერინე გრიგალავა - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე და ბ-ნი გიორგი მუხიგულიშვილი, WEG (World Experience for Georgia). შეხვედრა გაიმართა პროექტის "ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში" ფარგლებში. პროექტის შესახებ დამატებითი ინფომაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს www.euconvention.ge