THE LEVAN MIKELADZE FOUNDATION
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი
THE LEVAN MIKELADZE FOUNDATION
  • მთავარი
  • ლევან მიქელაძე
  • ფონდის შესახებ
    ხედვა, მისია
    დამფუძნებლები
    გამგეობის წევრები
    მრჩეველთა საბჭო
    ჩვენი გუნდი
    დონორები და პარტნიორები
  • პროექტები
    დასრულებული
    მიმდინარე
    საქართველოს ევროპული
    პერსპექტივის გახსნა
    ეროვნული კონვენცია
    ევროკავშირზე საქართველოში
  • დოკუმენტები
    წლიური ანგარიშები
    პუბლიკაციები
  • სიახლეები
  • გალერეა
  • კონტაქტი

 არჩილ გეგეშიძე - აღმასრულებული დირექტორი

არჩილ გეგეშიძე 2016 წლის ნოემბერში დაინიშნა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელ დირექტორად. მანამდე იგი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შეერთებულ შტატებში, სადაც სამ წელზე მეტი იმუშავა. ელჩად დანიშვნამდე არჩილ გეგეშიძე აკადემიურ სფეროში მოღვაწეობდა, კერძოდ გახლდათ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მკვლევარი. აღნიშნულ ორგანიზაციაში ა. გეგეშიძის ათ წელზე მეტი ხნის მუშაობა დაკავშირებული იყო კვლევებსა და სწავლებებთან.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდში მუშაობამდე, ა. გეგეშიძემ აკადემიური წელი გაატარა სტენფორდის უნივერსიტეტში ფულბრაიტის მოწვეული მკვლევარის რანგში. 

1992-2000 წლებში, ა. გეგეშიძე მუშაობდა საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მეთაურის თანაშემწედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და საქართველოს პრეზიდენტის უფროს მრჩევლად საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

ა. გეგეშიძე თავისუფლად საუბრობს ინგლისურ და რუსულ ენებზე. იგი ასევე ფლობს ფრანგულსა და რამდენიმე აღმოსავლურ ენას.  

 

 ეკატერინე ბარამიძე- განვითარების პროგრამის დირექტორი

სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში აქვს 20 წლიანი გამოცდილება პროექტების მართვისა და მენეჯმენტში. 2007 წლიდან, ექსპერტის თანამდებობაზე ყოფნისას, აქტიურად იყო ჩართული საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებში, სადაც დახმარებას უწევდა სხვადასხვა სამინისტროებსა და სააგენტოებს ევროკავშირთან დაახლოვებისა და ჰარმონიზაციის პროცესში. ეკატერინე ლევან მიქელაძის სახელობის ფონდს შეურთდა 2015 წელს.

 

 ეთერ საჯაია- ფინანსური მენეჯერი

აქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება მთავარი ბუღალტრისა და ფინანსური მენეჯერის თანამდებობებზე სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციაში. აწარმოებს ყველა სახის ბუღალტრულ საქმიანობას ფონდისთვის პროფესიონალურ დონეზე. ასევე ამზადებს სხვადასხვა ტიპის ფინანსულ ანგარიშებს დონორებისთვის.

 

 თამთა დარსალია - პროექტის კოორდინატორი
თამთა დარსალია LMF - ში გაწევრიანდა 2019 წლის მაისში და არის პროექტის ასისტენტი, უზრუნველყოფს ტექნიკურ და ლოგისტიკურ 
მხარდაჭერას ფონდში მიმდინარე პროექტებისთვის. თამთას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერების
ფაკულტეტზე. 2018 წლიდან ის ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა კათედრის ეროვნული და ეთნიკური კვლევების
სამაგისტრო პროგრამაზე. 2016 წლამდე მუშაობდა კვლევითი პროექტების ორგანიზატორად არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდობის თაობაში".
2016-2018 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპლექსური განვითარების კვლევითი ცენტრის საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი.
თამთას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ადგილობრივ, საერთაშორისო კონფერენციებსა და პროექტებში.
მან ასევე თარგმნა რამდენიმე სამეცნიერო წიგნი რუსულ და ქართულ ენებზე, მათ შორის აღსანიშნავია ე.პატაშნიკი "რეფორმა რისკზე:
რა ხდება ძირითადი პოლიტიკის შეცვლის შემდეგ?".

 

თბილისი 0179, ნინო რამიშვილის ქ. 33
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი