18 ივნისს პროექტის "საქართველოს მომავალი" ფარგლებში მომზადებული მორიგი პუბლიკაციის, "დაუსრულებელი მცდელობა: საქართველო ევროპაში საკუთარი ალაგის ძიებაში", პრეზენტაცია გაიმართა.

18 ივნისს გაიმართა პროექტის "საქართველოს მომავალი" ფარგლებში მომზადებული მორიგი პუბლიკაციის "დაუსრულებელი მცდელობა: საქართველო ევროპაში საკუთარი ალაგის ძიებაში" პრეზენტაცია.
პრეზენტაციის მომხსენებელი გახლდათ პუბლიკაციის ავტორი, იურისტი და გამომცემლობა "მელანის" დამფუძნებელი ნინო ლეჟავა. შეხვედრის მოდერატორი იყო ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გეგეშიძე.
პრეზენტაციას დაესწრნენ თბილისში მდებარე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუციის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ პროექტი "საქართველოს მომავალი" ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და კარნეგი ევროპასთან თანამშრომლობით და მიზნად ისახავს ქართულ საზოგადოებაში მომხდარი სოციალური ტრანფორმაციების ანალიზსა და საჯარო სივრცეებში დისკუსიის ხელშეწყობას.
ქართულენოვანი სტატია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე http://mikeladzefoundation.org/.../1619183191_nino...

21-06-2021