პროექტის ‘’საქართველოს მომავალი’’ ფარგლებში გორში პუბლიკაციის, ‘’ბრძოლა და მსხვერპლშეწირვა: საქართველოს უახლესი ისტორიის ნარატივები’’, პრეზენტაცია გაიმართა.

4 ივნისს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა პროექტის ‘’საქართველოს მომავალი’’ ფარგლებში გამართა პუბლიკაციის ‘’ბრძოლა და მსხვერპლშეწირვა: საქართველოს უახლესი ისტორიის ნარატივები’’ პრეზენტაცია გორში. პუბლიკაცია მომზადდა ფონდის მიერ მოწვეული მკვლევრის, ქეთი სართანიას მიერ.
პრეზენტაციას დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და „კარნეგი ევროპასთან“ თანამშრომლობით და მიზნად ისახავს ქართულ საზოგადოებაში სოციალური ტრანსფორმაციის ცალკეული ასპექტების სიღრმისეულ ანალიზსა და საჯარო სივრცეში დისკუსიის ხელშეწყობას.
ქართულენოვანი სტატია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე http://mikeladzefoundation.org/.../1621345007_qethi...

7-06-2021