თსუ-ს სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია

2019 წლის 11 ივნისს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ეგიდით გაიმართა ღონისძიება, სადაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საზოგადოებრივი გეოგრაფიის ფაკულტეტების სტუდენტებს გადაეცათ ლევან მიქელაძის სახელობის პრემია.

ღონისძიებას წინ უძღოდა ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსი, რომელშიც ხსენებული ფაკულტეტების 10 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას. საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაშრომებიდან შეირჩა ორი საუკეთესო, რომელთა ავტორებსაც - მარიამ ხუჭუასა  და ნინო ფასიეშვილს - მიეცათ რეკომენდაცია ლევან მიქელაძის ფონდის გამგეობის წინაშე წარმდგარიყვნენ საკუთარი ნაშრომების პრეზენტაციით. ღონისძიების ბოლოს შედგა კონკურსის ლაურეატთა დაჯილდოება. შესაბამისი სერტიფიკატები სტუდენტებს ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლალი ჩიკვაიძემ გადასცა.

12-06-2019