"საქართველოს ევროპული პერსპექტივის გახსნა "

ორშაბათს, 15 ოქტომბერს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია, „გზა ევროკავშირისკენ: სერბეთისა და მონტენეგროს გამოცდილება“. ღონისძიება წარმოადგენს პროექტის „საქართველოს ევროპული პერსპექტივის გახსნა“ ნაწილს. შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ სპეციალურად მოწვეული ექსპერტები სერბეთიდან და მონტენეგროდან, კერძოდ: მაია ბობიჩი, სერბეთის ევროპული მოძრაობის ვიცე პრეზიდენტი (European Movement in Serbia) და მომჩილო რადულოვიჩი, მონტენეგროს ევროპული მოძრაობის პრეზიდენტი (European Movement in Montenegro). მოწვეულმა ექსპერტებმა ისაუბრეს საკუთარი ქვეყნების - სერბეთისა და მონტენეგროს -გამოცდილებაზე ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. შესაბამისად, დისკუსიის მიზანი გახლდათ ქართული აუდიტორიისთვის მათი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღებული გამოცდილების გაზიარება. ხსენებული დისკუსია გახლდათ მეხუთე ღონისძიება პროექტის „საქართველოს ევროპული პერსპექტივის გახსნა“ფარგლებში. აღნიშნულ დისკუსიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი და ფონდი ღია საზოგადოება საქართველო.

15-10-2018