ლევან მიქელაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საპანელო დისკუსია

2017 წლის 24 თებერვალს, 10 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით გაიმართა საპანელო დისკუსია თემაზე: “საქართველო ცვალებად საერთაშორისო გარემოში“. 

ღონისძიება მიეძღვნა ცნობილი ქართველი დიპლომატისა და მეცნიერის ბ-ნი ლევან მიქელაძის 60 წლისთავს. ღონისძიებაზე განიხილეს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მთავარი შესაძლებლობები და გამოწვევები, რაც დაკავშირებულია საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკური განვითარების მიმდინარე პროცესებთან.
შეხვედრაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს გადაეცა ლევან მიქელაძის სახელობის სტიპენდიები.
საპანელო დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის, აკადემიური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებმა, აგრეთვე დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა.

24-02-2017