მაისი 1, 2020 - აპრილი 30, 2022 $106,120 National Endowment for Democracy

პროექტის მიზანია, საზოგადოებრივი განხილვისა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკის კრიტიკული გადაფასების წახალისება

აფხაზეთის მიმართ, აგრეთვე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებს შორის ნდობისა და თანამშრომლობის გაზრდა.

აგვისტო 1, 2020 - დეკემბერი 31, 2021 193,964 EUR შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის სტრქუტურულ დიალოგს ქვეყანაში მიმდინარე სოციალური ტრანსფორმაციის ცალკეული ასპექტების შესახებ. 

პროექტის ფარგლებში განხორციელდება საქართველოს ამჟამინდელი იდენტობის ყოვლისმომცველი ანალიზი, რაც ქვეყნის მომავალი პრიორიტეტების შესახებ საგნობრივი დისკუსიის საფუძველს შექმნის. ასევე, განხილულ იქნება სხვადასხვა ევროპული ერი-სახელმწიფოს მოდელი, მათი უპირატესობები და ნაკლოვანებები. ეტაპობრივი მიდგომა ხელს შეუწყობს ქვეყნის ყველაზე დიდი და გრძელვადიანი პრობლემის - გაჭიანურებული კონფლიქტებისთვის თანმიმდევრული, გააზრებული და სტრატეგიული მიდგომის ჩამოყალიბებას. სამიზნე აუდიტორია იქნება ქართული საზოგადოების გავლენიანი და გადაწყვეტილების მიმღები პირები, ასევე პარტნიორები მთავრობაში, საერთაშორისო საზოგადოებასა დაფინანსების წრეებში.

14 თებერვალი, 2021 - 31 ოქტომბერი, 2021 28,569.75 EUR European Union Monitoring Mission, ფრიდრიხ ებერტის ფონდი - საქართველო

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მედიის როლს ქართულ-ოსური კონფლიქტის მიმართ დამოკიდებულების შეცვლაში.
კონფლიქტის გარდაქმნის შესახებ, მისი გაშუქებისას, ქართველი და სამხრეთ ოსეთის მედიის პროფესიონალების
ინფორმირებულობა აუცილებელია, უფრო ტოლერანტული და პოლიტიკურად ნაკლებად მგრძნობიარე ენის შემუშავებაში.

სექტემბერი 1, 2020 - აგვისტო 31, 2022 147,730 EUR შვეიცარიის საელჩო; ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის ოფისი; კავკასიის სახლი; ნაციონალიზმისა და კონფლიქტების შესწავლის ინსტიტუტი (ISNC)

პროექტის მიზანია სახელმწიფო სტრუქტურებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის დიალოგის ხელშეწყობა კონფლიქტის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე; საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის საშუალო რგოლის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება კონფლიქტების ტრანსფორმაციის შესახებ.

თებერვალი 1, 2020 - მაისი 1 , 2022 112,982 EUR Slovak Foreign Policy Association, ფრიდრიხ ებერტის ფონდი.

პროექტის მთავარი მიზანია; პირდაპირი, გამჭვირვალე და ღია დიალოგის სტიმულირება ქვეყნებს, სამიზნე ჯგუფებს შორის,
მათთვის სხვადასხვა ქსელის ექსპერტის ინფორმაციისა და უკუკავშირის მიწოდება.
აგრეთვე, ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობის ხელშეწყობა დისკუსიაში, რომელიც ეხება ევროპის ძირითადი საკითხებს.
საქართველოს ინტეგრაცია და მისი საბოლოო წარმატება, საერთო პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფების ფორმირების ხელშეწყობა.

1 მაისი, 2019 - აპრილი 30, 2020 $48,306 National Endowment for Democracy

პროექტის მიზანია, საზოგადოებრივი განხილვისა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკის კრიტიკული გადაფასების წახალისება

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ, აგრეთვე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებს შორის ნდობისა და თანამშრომლობის გაზრდა.

13 ივნისი, 2019 - 19 დეკემბერი, 2019 9992 EUR SlovakAid

პროექტი მიზნად ისახავს, ცნობიერების ამაღლებითა და უნარების გაუმჯობესებით,
დაუცველ თემებში რადიკალიზაციისა და ექსტრემისზმის რისკების აღმოხვრას უცნობი
პროპაგანდის მიმართ, როგორც რადიკალიზაციის მიზეზად.

1 ოქტომბერი 2018 - 31 მარტი 2019 $41,990 National Endowment for Democracy

პროექტის მიზანია, საქართველოში ქართულ-აფხაზური კონფლიქტით დაზარალებული რეგიონის დაინტერესებული
ახალგაზრდა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

30 სექტემბერი 2018 - 31 მარტი 2019 $35,095 U.S. Embassy

პროექტის მიზანია აფხაზური მხარის დეტალური ინფორმირება იურიდიული და ტექნიკური ასპექტების შესახებინიციატივაში მონაწილეობის შემთხვევაში. C ჰეპატიტის პროგრამაზე წვდომის ორმხრივად მისაღები გზების განხილვააფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის.

1 ნოემბერი 2017 - 28 თებერვალი 2019 32,917 EUR ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი

პროექტის მიზანია ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილებების გაზიარება, მომავალში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.