31 იანვარს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი.

30 იანვარს 12:30 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა პროექტის, „ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები“, შემაჯამებელი კონფერენცია.

დღეს, 23 იანვარს,11:00 საათზე პროექტის "ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში" ფარგლებში გაიმართა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის“ (DCFTA) სამუშაო ჯგუფის რიგით მეოთხე შეხვედრა თემაზე - "საბაჟო რეფორმები ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით და DCFTA-ით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება".

 

20 დეკემბერს 2016, 12:00 საათზე საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სტრატეგიული კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომუნიკაციის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც მოამზადა ბ-ნმა გიორგი მუჩაიძემ. ღონისძიება გახსნა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ბ-ნმა ვიქტორ დოლიძემ.

ღონისძიებას თანათავმჯდომარეობა გაუწიეს ქ-ნმა მარიამ რაქვიაშვილმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და ბ-ნმა დავით სიხარულიძემ, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარემ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით რეკომენდაციები წარადგინა სლოვაკმა ექსპერტმა, ბ-ნმა იაროსლავ ნადმა.

16 იანვარს 11:00-14:00 საათზე, საჯარო ბიბლიოთეკაში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სოფლის მეურნეობა და რეგიონალური განვითარების სამუშაო ჯგუფის მეოთხე შეხვედრა თემაზე - “ფერმერთა რეგისტრაციის სისტემები”.

აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ, წარმომადგენლები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებიდან. შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი ექსპერტის, ბატონი ლევან დადიანის და პოლონელი ექსპერტის, ქ-ნი ანეტა ჰეროდის მიერ მომზადებული რეკომენდაციები (ბ-ნი ლევან დადიანი რეკომენდაციის დოკუმენტის პირველადი მონახაზი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე http://euconvention.ge/27-4-investment-and-support-programs…).

16 დეკემბერს, 11:00 საათზე, პროექტის "ეროვნული კონცენცია ევროკავშირზე საქართველოში" (www.euconvention.ge) ფარგლებში გაიმართა „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის“ (DCFTA) სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა თემაზე - "ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის აღსრულების მექანიზმების ანალიზი". შეხვედრა გაიმართა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ოფისში, შ.დადიანის ქ 2/1.

შეხვედრას მოდერაცია გაუწია ქალბატონმა მარიამ გაბუნიამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს, საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და ბატონმა მიხეილ სხიერელმა, რეგიონალური პროგრამის მენეჯერი -PMCG.

შეხვედრისთვის რეკომენდაციები მოამზადა ბ-ნმა გიორგი თაქთაქიშვილმა და ქ-ნმა სოფიო მუჯირმა.

12 დეკემბერს, თბილისის ჯუმა მეჩეთის საკონფერენციო დარბაზში, 10:00- 16:00 საათზე, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა პროექტის, “ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები”, ფარგლებში გამართა ბოლო სასწავლო შეხვედრა ქვემო ქართლის მუსლიმ სასულიერო ლიდერებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი იასინ ალიევი , სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები, ქვემო ქართლში მოღვაწე მუსლიმი სასულიერო პირები და ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში

ა.წ. 6 დეკემბერს, პროექტის ‘სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში’ ფარგლებში, გაიმართა სასწავლო შეხვედრები ახალციხის (N 2,3,5,6) საჯარო სკოლებში. შეხვედრებს უძღვებოდა ოლივერ რაისნერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ევროპისმცოდნეობისა და კავკასიოლოგიის მიმართულებით.

5 დეკემბერს, ქ.ახალციხეში, სასტუმრო „რაბატში“, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა პროექტის “ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის 
უფლებები და ოჯახური ღირებულებები” ფარგლებში გამართა მესამე სასწავლო შეხვედრა სამცხე-ჯავახეთში მოღვაწე ლათინური და სომხური წესის კათოლიკე მღვდლებისა და მათი მრევლისთვის.
შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესს , განიხილეს სეკულარიზმის გამოწვევები საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. საინტერესო დისკუსია შედგა ევროპულ ღირებულებებსა და რელიგიის თავისუფლებაზე. 
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი განსაკუთრებულ მადლობას უხდის პროექტის დონორს ჰოლანდიის სამეფოს საელჩოს და ფონდის მიერ მოწვეულ ექპერტებს - მიხეილ მირზიაშვილს, ოლივერ რაიზნერს და ქეთი აბაშიძეს. 

ა.წ. 25 ნოემბერს, ქ. ახალციხეში, სასტუმრო „რაბატში“, „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა“ პროექტის “ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის
უფლებები და ოჯახური ღირებულებები” ფარგლებში გამართა რიგით მეორე სასწავლო შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის კათოლიკე სასულიერო ლიდერებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთში მოღვაწე ლათინური და სომხური წესის კათოლიკე მღვდლები და მათი მრევლი.