ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ფონდის მრჩეველთა საბჭოს წევრი, გამოჩენილი ქართველი დიპლომატი და საზოგადო მოღვაწე კონსტანტინე ზალდასტანიშვილი და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს.

 

ა.წ. 11 დეკემბერს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით პროექტის „ასწავლე მაცნეს" ფარგლებში გაიმართა სასწავლო შეხვედრა თბილისში, ქვემო ქართლის რელიგიურ ლიდერებთან. 
შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტები: მიხეილ მირზიაშვილი, ვახუშტი მენაბდე და ზურა მოდებაძე.

14 ნოემბერს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა პროექტის „ასწავლე მაცნეს" ფარგლებში გამართა სასწავლო შეხვედრა ქვემო ქართლის რელიგიურ უმცირესობებთან. შეხვედრა გაიმართა საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.

ა.წ. 1-ელ ნოემბერს, სასტუმრო "ბილტმორში" ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის პარტნიორობით  გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე "ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები დ მათი გავლენა კავკასიაზე“.

 

 

ა.წ. 27 ოქტომბერს, პარასკევს, „ფრონტლაინ ჯორჯია კლაბში“ გაიმართა შეხვედრა, რომლის ორგანიზატორები იყვნენ "ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი" “რონდელის ფონდი“, „სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი" და „ფრონტლაინ ჯორჯია კლაბი“.

ამა წლის 23 ოქტომბერს შუახევის მუნიციპალიტეტში პროექტის „ასწავლე მაცნეს" ფარგლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სასწავლო შეხვედრა აჭარის რელიგიურ უმცირესობებთან. 

ამა წლის 10 ოქტომბერს ქ. ახალციხეში, სასტუმრო „ ჯინო ველნეს რაბატში“ , პროექტის „ასწავლე მაცნეს" ფარგლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სასწავლო შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის რელიგიურ უმცირესობებთან. 

6-7 ოქტომბერს, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა შეხვედრები ახალციხესა და ახალქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსა და ქალ ამომრჩევლებს შორის. 

2 ოქტომბერს, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა შეხვედრა მარნეულში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსა და ქალ ამომრჩევლებს შორის.

ა.წ. 2 ოქტომბერს, 15:00 საათზე მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართება შეხვედრა მოახლოვებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მარნეულში წარდგენილ მერობის კანდიდატებთან. აღნიშნულ შეხვედრაზე ამომრჩევლებს საშუალება ექნებათ კანდიდატებთან განიხილონ ის საკითხები და პრობლემები რომლებიც მათ აწუხებთ.