სიახლეების არქივი

2011-12-09 საქართველო - სლოვაკეთი ბიზნესფორუმი

2011 წლის  7 დეკემბერს,  ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის,   სლოვაკეთის ატლანტიკური კომისიისა  და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს  ორგანიზებით, სასტუმრო     “ Holiday Inn” - ის საკონფერენციო დარბაზში,  ქართულ-სლოვაკური ბიზნესფორუმი  გაიმართა.

ბიზნესფორუმში მონაწილეობა მიიღო  სლოვაკეთის ბიზნესმენთა დელეგაციამ, რომელშიც  შედიოდნენ სამშენებლო, კომუნიკაციების, ენერგეტიკის, ჰიდროლოგიური და ტურმიზმის  სექტორების, აგრეთვე, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წარმომადგენლები.

საქართველოს მხრიდან, ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან ერთად, ფორუმში აგრეთვე  მონაწილეობა მიიღეს  საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა.

ღონისძიება პროექტის  “Georgia knocking On the  EU’ s  door“ ფარგლებში ჩატარდა.

პროექტს სლოვაკეთის ატლანტიკური კომისი (SAC), სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდთან თანამშრომლობით ახორციელებს.  

მიმაგრებული ფაილი