სოფლის მეურნეობა და რეგიონალური განვითარების მე-4 შეხვედრა

16 იანვარს 11:00-14:00 საათზე, საჯარო ბიბლიოთეკაში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სოფლის მეურნეობა და რეგიონალური განვითარების სამუშაო ჯგუფის მეოთხე შეხვედრა თემაზე - “ფერმერთა რეგისტრაციის სისტემები”.

აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ, წარმომადგენლები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებიდან. შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი ექსპერტის, ბატონი ლევან დადიანის და პოლონელი ექსპერტის, ქ-ნი ანეტა ჰეროდის მიერ მომზადებული რეკომენდაციები (ბ-ნი ლევან დადიანი რეკომენდაციის დოკუმენტის პირველადი მონახაზი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე http://euconvention.ge/27-4-investment-and-support-programs…).

შეხვედრის მოდერატორები: ბ-ნი ლაშა ინაური, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და ქ-ნი თამარ თორია, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხვოთ, ეწვიოთ ვებგვერდს http://euconvention.ge/

16-01-2017