2019

25 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ლევან მიქელაძის სახელობის ლექცია თემაზე „საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზაზე“. ეს არის გამოჩენილი დიპლომატისა და სახელმწიფო მოღვაწის პირველი სახელობითი ლექცია, რომელიც მომავალში ყოველწლიურად ჩატარდება. პირველი ლექციის წაკითხვის პატივი ერგო ლევან მიქელაძის უმცროს კოლეგასა და მეგობარს, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის დირექტორს ლევან დოლიძეს.

 

ღონისძიების ფარგლებში, სიტყვით წარსდგნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ასევე, ლევან მიქელაძის ფონდის დირექტორი არჩილ გეგეშიძე. ლექციას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის გამგეობის წევრები, ლევან მიქელაძის ოჯახის წევრები და მეგობრები.

 

ლევან მიქელაძის სახელობითი ლექციის დამფუძნებლები არიან მისი სახელობის ორი ორგანიზაცია - ლევან მიქელაძის ფონდი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი.

 

2019 2019 2019