ლევან მიქელაძის სახელობის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია

 

 

2019 წლის 11 ივნისს 19:00 საათზე ''ფრონტლაინ ჯორდია ქლაბში'' გაიმართება ლევან მიქელაძის სახელობის პრემიის ლაურეატების ნაშრომების პრეზენტაცია და დაჯილდოების ცერემონია.

 

პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საზოგადოებრივი გეოგრაფიის ფაკულტეტების ათმა სტუდენტმა. კონკურსში გამარჯვებულ ორ სტუდენტს გადაეცემა ლევან მიქელაძის სახელობის პრემია, ხოლო აკადემიურად სათანადო დონეზე შესრულებული ყველა ნაშრომი განთავსდება ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ვებსაიტზე. 

 

 ლევან მიქელაძის სახელობის პრემია 2013 წლიდან გაიცემა. აღნიშნული პრემიის ლაურეატის ტიტულს დღემდე 11 წარჩინებული სტუდენტი ატარებს.