თსუ-ს სტუდენტების დაჯილდოვების ღონისძიება

2018 წლის 26 ივნისს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ეგიდით გაიმართა ღონისძიება, სადაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს გადაეცათ ლევან მიქელაძის სახელობის ფულადი ჯილდო. ღონისძიებას წინ უძღოდა ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსი, რომელშიც ხსენებული ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებების 12 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას. საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაშრომებიდან შეირჩა ორი საუკეთესო, რომელთა ავტორებსაც - თამარ გელაშვილს და ნიკა კრაწაშვილს - მიეცათ რეკომენდაცია ლევან მიქელაძის ფონდის გამგეობის წინაშე წარმდგარიყვნენ საკუთარი ნაშრომების პრეზენტაციით.  ღონისძიების ბოლოს შედგა კონკურსს ლაურეატთა დაჯილდოება.  შესაბამისი სერტიფიკატები სუდენტებს ფონდის ერთერთმა დაფუძნებელმა მარიამ მიქელაძემ გადასცა.

26-06-2018