"ასწავლე მაცნეს" სოფ. იორმუღანლო

ა.წ. 16 აპრილს, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით პროექტის „ასწავლე მაცნეს" ფარგლებში გაიმართა სასწავლო შეხვედრა სოფელ იორმუღანლოში (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) კახეთის რელიგიურ ლიდერებთან. შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტი ვახუშტი მენაბდე და პროექტის "მაცნეები“: ოქტაი ისაევი და თოზუ გულმამედოვა, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტის სემინარებში.

ღონისძიებაზე განხილულ იქნა შემდეგი თემები: რელიგიის თავისუფლების ზოგადი სტანდარტები, რელიგიური უმცირესობების ქონებრივი პრობლემები, რელიგია და განათლების სისტემა.

ამ თემების გარშემო გაიმართა ინტერაქტიული დისკუსია.
შეხვედრაზე უზრუნველყოფილი იყო თანმიმდევრული თარგმანი ქართულიდან აზერბაიჯანულ ენაზე.

პროექტი "ასწავლე მაცნეს" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე დისკრიმინაციისა და სტიგმატიზაციასთან ბრძოლის მიზნით რელიგიური ლიდერების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვისა და შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით.

17-04-2018