პანელური დისკუსია: აქვს თუ არა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში ევროპული პერსპექტივის გახსნის შესაძებლობა?

2018 წლის 26 მარტს, ორშაბათს, 14:30 საათზე ქორთიარდ მარიოტში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა პანელური დისკუსია, რომლის მიზანი იყო საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შეფასება. მოემული დისკუსიის ფარგლებში განიხილეს საქართველოს მზაობა ევროპული მომავლისათვის, იმ ნაბიჯების გათვალისწინებით, რომლებიც იდგმება DCFTA-ისა და ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში. აღნიშნულ დისკუსიას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ხსენებული დისკუსია გახლავთ მეორე ღონისძიება პროექტის  „საქართველოს ევროპული პერსპექტივის გახსნა“ ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი და ფონდი ღია საზოგადოება საქართველო. 

26-03-2018