"ასწავლე მაცნეს" ახალციხეში

ამა წლის 20 მარტს ქ. ახალციხეში, სასტუმრო „ ჯინო ველნეს რაბატში“ , პროექტის „ასწავლე მაცნეს" ფარგლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სასწავლო შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის რელიგიურ უმცირესობებთან. აღნიშნულ შეხვედრას დაესწრნენ სამცხე-ჯავახეთში მოღვაწე ლათინური და სომხური წესის კათოლიკე სასულიერო პირები, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის მღვდლები და მათი მრევლი. 
შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტები: თამთა მიქელაძე- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, მიხეილ მირზიაშვილი - განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე და მარიამ დოლიძე,საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის უფროსი.
ღონისძიებაზე ისაუბრეს უვიზო რეჟიმის საინფორმაციო კამპანიაზე, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლაზე და არსებულ პრობლემებზე; რელიგიის თავისუფლების კუთხით არადომინანტი რელიგიური ჯგუფების ძირითად გამოწვევებზე და ევროკავშირის დახმარების პროგრამებზე: საქართველოს მოქალაქეებისთვის სარგებელზე და მათ სოციალურ ასპექტებზე.
მონაწილეების მხრიდან დაისვა მრავალი შეკითხვა და შედგა საინტერესო დისკუსია. 
პროექტი " ასწავლე მაცნეს" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. 

20-03-2018