"ასწავლე მაცნეს", თბილისი

ა.წ. 11 დეკემბერს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით პროექტის „ასწავლე მაცნეს" ფარგლებში გაიმართა სასწავლო შეხვედრა თბილისში, ქვემო ქართლის რელიგიურ ლიდერებთან. 
შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტები: მიხეილ მირზიაშვილი, ვახუშტი მენაბდე და ზურა მოდებაძე.
ღონისძიებაზე განიხილეს შემდეგი თემები: ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) სარგებელი; სოციალური საკითხები - ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება და მისი მნიშვნელობა; რელიგია და განათლების სისტემა.

შეხვედრის ფარგლებში შედგა საინტერესო დისკუსია საგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, მათ შორის რელიგიურ სიმბოლიკებზე; დაისვა არაერთი საინტერესო შეკითხვა საქართველოსთვის DCFTA-ის სარგებლიანობაზე.

შეხვედრას მოდერაციას უწევდა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, არჩილ გეგეშიძე. 
პროექტი "ასწავლე მაცნეს" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე დისკრიმინაციისა და სტიგმატიზაციასთან ბრძოლის მიზნით რელიგიური ლიდერების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვისა და შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით.

11-12-2017