პროექტის „ასწავლე მაცნეს" ფარგლებში სასწავლო შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის რელიგიურ უმცირესობებთან

ამა წლის 10 ოქტომბერს ქ. ახალციხეში, სასტუმრო „ ჯინო ველნეს რაბატში“ , პროექტის „ასწავლე მაცნეს" ფარგლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სასწავლო შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის რელიგიურ უმცირესობებთან. 
აღნიშნულ შეხვედრას დაესწრნენ სამცხე-ჯავახეთში მოღვაწე ლათინური და სომხური წესის კათოლიკე სასულიერო პირები, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის მღვდლები და მათი მრევლი.
შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტები: ზურაბ მოდებაძე - საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და DCFTA-ს თაობაზე საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის www.eugeorgia.info - ს მკვლევარი, თამთა მიქელაძე- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი და მიხეილ მირზიაშვილი - განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე. 
ღონისძიებაზე ისაუბრეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობებსა და უპირატესობებზე. მონაწილეები გაეცნენ რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობების ევროპული მოდელებს და განიხილეს სეკულარიზმის გამოწვევები საქართველოსა და ევროკავშირში.

პროექტი " ასწავლე მაცნეს" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

10-10-2017