შეხვედრა მარნეულში წარდგენილ მერობის კანდიდატებთან

ა.წ. 2 ოქტომბერს, 15:00 საათზე მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართება შეხვედრა მოახლოვებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მარნეულში წარდგენილ მერობის კანდიდატებთან. აღნიშნულ შეხვედრაზე ამომრჩევლებს საშუალება ექნებათ კანდიდატებთან განიხილონ ის საკითხები და პრობლემები რომლებიც მათ აწუხებთ.

 

 

 

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ  მარნეულში შემდეგი პარტიების მერობის კანდიდატები:

 

 

  • -საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო” ახმედი იმამკულიევი (2)
  • -საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო” სედრადინ თალიბოვი (3)
  • -საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რაგიმ ასკეროვი (5)
  • -„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ზვიადი შუბითიძე (8)
  • -„საქართველო” ლიანა მესტვირიშვილი-ბეჟანიშვილი (17)
  • -„შენების მოძრაობა” ლეილა მამედოვა (20)
  • -საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო” იმდატ შარიფოვი (27)
  • -„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” თემურ აბაზოვი (41).

 

 

შეხვედრა ტარდება პროექტის „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალი ამომრჩევლის ჯგუფის ფორმირება“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტის მიზანს წარმოადგენს ქალთა კეთილდღეობის ხელშეწყობა და მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბება. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში USAID-ის დაფინანსებით.

 

28-09-2017