შეხვედრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალი ამომრჩევლებისთვის

21, 22 და 23 სექტემბერს, ქ. მარნეულში, ქ. ახალციხესა და ქ. ახალქალაქში, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა დისკუსიები თემაზე - „ქალთა საჭიროებები და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები". შეხვედრა გაიმართა პროექტის „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალი ამომრჩევლის ჯგუფის ფორმირება" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში USAID-ის დაფინანსებით. პროექტი მოიაზრებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალი ამომრჩევლებისთვის ტრეინინგების ჩატარებას, როგორც თვითმმართველობის არჩევნებზე და აქტიურ მოქალაქეობაზე, ასევე ქალთა უფლებებზე. პროექტის მიზანია ქალთა კეთილდღეობის ხელშეწყობა და მათი აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბება.

21-09-2017