საქართველო უსაფრთხოების ახალ გარემოში

2015 წლის 15 მაისს, ვაშინგტონში, ბრუკინგსის ინსტიტუტში ლევან მიქელაძის სახელობის კავკასიის კვლევების ფონდისა და ბრუკინგსის ინსტიტუტის აშშ-ისა და ევროპის ცენტრის თანამშრომლობით ჩატარდა კონფენცია თემაზე: ,,საქართველო უსაფრთხოების ახალ გარემოში". 
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ს ადმინისტრაციისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები და ვაშინგტონში მოღვაწე ამერიკელი ექსპერტები. დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერიკ რუბინმა, ვიცე-პრეზიდენტის სპეციალურმა მრჩეველმა მაიკლ კარპენტერმა, სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფიტმა, მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფიცერმა კლარა პიტალისმა, აშშ-ს ყოფილმა ელჩებმა საქართველოში კენეტ იალოვეცმა და უილიამ კორტნიმ, აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ნატო-ში კურტ ვოლკერმა, ცნობილმა ექსპერტებმა ტომას დე ვაალმა, მაიკლ ჩეჩირემ, ჯეიმს მაკდუგალმა, ენდერს ვიმბუშმა, ფიონა ჰილმა.
ქართული მხრიდან სიტყვით გამოვიდნენ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის კავკასიის სწავლების ცენტრის პრეზიდენტი თინა მიქელაძე, საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის პრეზიდენტი მამუკა წერეთელი, " ნობლ ენერჯის" წარმომადგენელ ი სერგი ნაკაიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და CNFA -ს წარმომადგენელი დავით კირვალიძე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პარტია "თავისუფალი დემოკრატები"-ს გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ზალკალიანი.
საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონში არსებულ ვითარებას, საქართველოს და აშშ-ს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, საქართველოსა და რეგიონში ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე საშინაო და საგარეო ფაქტობის გავლენას.
აქცენტები გაკეთდა ქვეყნის კონსოლიდაციისთვის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოები სუზრუნველყოფის მნიშვნელობას, როგორც საქართველოში, ასევე მთლიანად რეგიონში.

15-05-2015