"სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფანი ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში“.

29 ოქტომბერს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა, გამართა დისკუსია თემაზე "სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფანი ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში“.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და სხვა წარმომადგენლებმა. დისკუსიის დროს განხილული იქნა სამხრეთ კავკასიაში ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე და შესაძლო ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი მნიშნელობა ახალ რეალიებში. 
შეხვედრამ შესაძლებლობა მისცა ყველა მონაწილეს ემსჯელა გეოპოლიტიკურ და კომერციულ კონტექსტში სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნის განვითარებაზე, მის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე.
დისკუსიის დროს ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორში სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ჭრილში. საუბარი იყო ასევე იმ სასურველ ქმედებებზე, რაც რეგიონის ქვეყნებმა, კერძოდ საქართველომ უნდა გააკეთოს მსოფლიო მნიშვნელობის ამ სატრანსპორტო კორიდორის სტრატეგიული მნიშნელობის უფრო მეტად წარმოსაჩენად. ყურადღება გამახვილდა რომ საქართველო უნდა გააქტიურდეს, რათა თავისი როლი ითამაშოს მიმდინარე პროცესებში. დისკუსია ასევე შეეხო ა.შ.შ.-ს, ევროკავშირის, თურქეთისა და ჩინეთის განსაკუთრებულ როლს, მართ ჩართულობას აღნიშნული კორიდორის ეფექტური ფუნქციონირებისათვის. 
შეხვედრაზე მთავარი მომხსენებელები იყვნენ
დოქტორი მამუკა წერეთელი, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის პრეზიდენტი და, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის კვლევების დირექტორი;
ბატონი ენდერს უიმბუში (the Hon. S. Enders Wimbush) ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს დამფუძნებელი და დირექტორი.

ბატონი გიორგი ვაშყმაძე W-Stream Caspian-ის დირექტორი
დისკუსიის მოდერაციას უწევდა ბატონი ირაკლი მენაღარიშვილი, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის გამგეობის დავმჯდომარე.

29-10-2015