"სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო განათლების ხელშეწყობა"

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა, განახორციელა პროექტი: "სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო განათლების ხელშეწყობა". პროექტის ფარგლებში გამოიკითხა თსუ, ქუთაისის, თელავის და ბათუმის უნივერსიტეტების 1150 სტუდენტი. გამოვლინდა სტუდენტთა მომსახურებასა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემები. მიღებული შედეგების საფუძველზე შეიქმნა ანალიტიკური მოხსენება.

9 ნოემბერს, 16 საათზე, თსუ პირველ კორპუსში (აუდ. 107) ჩატარდება პროექტის პრეზენტაცია. (ანალიტიკური მოხსენების განხილვა)

9-11-2015