სოფლის მეურნეობა და რეგიონალური განვითარების სამუშაო ჯგუფის რიგით მესამე შეხვედრა

13 სექტემბერს, 11:00-14:00 საათზე, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სოფლის მეურნეობა და რეგიონალური განვითარების სამუშაო ჯგუფის რიგით მესამე შეხვედრა თემაზე „საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ექსტენსიის სისტემის განვითარება“. შეხვედრა ჩატარდა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები. შეხვედრას უძღვებოდნენ ბატონი ლაშა ინაური, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი და ბატონი ილია კვიტაიშვილი, სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტის დამფუძნებელი. შეხვედრაზე განხილული და შემუშავებული იქნება ადგილობრივი ექსპერტის, ბატონი ლევან დადიანის და სლოვაკი ექსპერტის, ბატონი იან ბარსვარის მიერ მომზადებული რეკომენდაციები.

რეკომენდაციების ელექტრონული ვერსიები და შეხვედრის ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომია პროექტის ვებ-გვერდზე www.euconvention.ge

13-09-2016