ტრეინინგი თემაზე - „არჩევნები და აქტიური მოქალაქეობა“

10 აგვისტოს, 12:00 საათზე, ქ. ახალციხეში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა ტრეინინგი თემაზე - „არჩევნები და აქტიური მოქალაქეობა“. შეხვედრა გაიმართა პროექტის „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალი ამომრჩევლის ჯგუფის ფორმირება" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში USAID-ის დაფინანსებით. პროექტი მოიაზრებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალი ამომრჩევლებისთვის ტრეინინგების ჩატარებას, როგორც თვითმმართველობის არჩევნებზე და აქტიურ მოქალაქეობაზე, ასევე ქალთა უფლებებზე. პროექტის მიზანია ქალთა კეთილდღეობის ხელშეწყობა და მათი აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბება.

10-08-2017